ამხანაგურ მატჩში სამტრედია თელავთან დამარცხდა

06 თებერვალი, 2020 - 14:07


"სამტრედიამ" თბილისში მოსამზადებელი ეტაპის ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და "თელავს" დაუპირისპირდა.

შეხვედრაში ანგარიში ალეკო ჩაკვეტაძემ მათე კვირკვიას გადაცემით გახსნა და პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოვიგეთ.

ტრადიციულად, მეორე ნახევარში "სამტრედიას" შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა. 

"თელავი" მეორე ნახევარში უპირატესობას დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ჯამში, 2:1 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია ჩვენი მეკარის, კონსტანტინე სეფიაშვილის თამაში, რომელმაც რამდენიმე ბრწყინვალე სეივი გააკეთა.

9 თებერვალს, "სამტრედია" თურქეთში გაემგზავრება და მოსამზადებელ ეტაპს იქ გააგრძელებს.


შემადგენლობა პირველ ტაიმში: სეფიაშვილი, ახალაძე, ჩაკვეტაძე, კილასონია, რუხაია, კერძევაძე, ქოჩლაძე, ყურბანოვი, დიზი, კვირკვია, კრსტევსკი.

შემადგენლობა მეორე ტაიმში: სეფიაშვილი, ჭეიშვილი, ჩაკვეტაძე, ჯგერენაია, საჯაია, რობაქიძე, კერძევაძე, დიზი, კვირკვია, იმნაძე, ღირდალაძე.