სამტრ​ედიამ ორი ლეგიონერი დაიმატა!

05 თებერვალი, 2020 - 19:58


"სამტრედიამ" ორი ლეგიონერი დაიმატა!

განელმა მცველმა სამუელ ინკუმმა და სერბმა სტრაჰინია კრსტევსკიმ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე გამართეს.

ინკუმს განის ნაკრებში 46 მატჩი აქვს ჩატარებული და ისეთ გუნდებში გამოდიოდა, როგორებიც "ბაზელი", "დნიპრო", "ანთალიასპორი" და "ბოავიშტაა." ბოლოს ის ბულგარულ "დუნავში" ირიცხებოდა.

რაც შეეხება კრსტევსკის, 22 წლის შემტევი "ცვერნა ზვეზდას" ფეხბურთელია და გასულ წელს იჯარის წესით "რაბოტნიჩკიში" თამაშობდა.