გუჯა რუხაია სამტრედიაში ითამაშებს

05 თებერვალი, 2020 - 11:41

გუჯა რუხაია კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს!

გამოცდილი ფეხბურთელი 10 წლის განმავლობაში რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, 2018 წლიდან კი "დინამო თბილისში" ირიცხებოდა.

რუხაია გუნდს უკვე შეუერთდა და სადებიუტო მატჩი "რუსთავთან" გამართა.

შეგახსენებთ, რომ ამხანაგურ მატჩში "სამტრედიამ" "რუსთავი" 2:0 დაამარცხა.