სამტრედია ამხანაგურ მატჩში დამარცხდა

01 თებერვალი, 2020 - 15:31

მოსამზადებელ ეტაპზე "სამტრედიამ" მორიგი ამხანაგური მატჩი გორის "დილასთან", თბილისში, მუხიანის სარაგბო კომპლექსის სტადიონზე ჩაატარა.

შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიდიოდა. პირველ ტაიმში გუნდებს მომენტები მეტნაკლებად ჰქონდათ.

მეორე ნახევრის სტარტზე კი "დილამ" ანგარიში გახსნა. მარცხენა ფლანგიდან განვითარებულ შეტევას, შოთა კერძევაძის ავტო-გოლი მოჰყვა.

დარჩენილ წუთებში იმერლები წონასწორობის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ არ გამოვიდა და საბოლოო, 0:1 დავმარცხდით.

მცირე დაზიანების გამო, კონსტანტინე სეფიაშვილმა და სტრაჰინია პავიშიჩმა ვერ ითამაშეს.

"სამტრედია" მორიგ ამხანაგურ მატჩს 3 თებერვალს "რუსთავთან", 6 თებერვალს კი "თელავთან" გამართავს, რის შემდეგაც თურქეთში გაემგზავრება.

სამტრედია - დილა 0:1

გოლი: შოთა კერძევაძე (ა.გ.)

შემადგენლობა პირველ ტაიმში: კულუა, ჭეიშვილი, ჩაკვეტაძე, კილასონია, ახალაძე, ქოჩლაძე, მესიაჩენკო, ილურიძე, ყურბანოვი, დიზი, იმნაძე.

შემადგენლობა მეორე ტაიმში: კულუა, ჭეიშვილი, კერძევაძე, ჯგერენაია, ნადირაძე, მესიაჩენკო, რობაქიძე, ილურიძე, ლუკავა, კვირკვია, ღირდალაძე.