გოგი კულუა სამტრედიას ფეხბურთელია

30 January, 2020 - 18:56

22 წლის მეკარე გოგი კულუა კარიერას "სამტრედიაში" გააგრძელებს.


კულუა "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია. ის ამ კლუბის ძირითადი გუნდის მეკარეც იყო. გასულ სეზონში კულუა "რუსთავში" თამაშობდა.


კულუასთან ერთად, "სამტრედიას" კარს მომავალ სეზონშიც კონსტანტინე სეფიაშვილი დაიცავს.