სამტრედია 7-მა ფეხბურთელმა დატოვა

30 January, 2020 - 18:56

 

გურამ სამუშიას, ავთო ენდელაძეს, გიორგი ივანიაძეს, გიორგი ცერცვაძეს, ვაჟა ქიქავას, დავით რაჟამაშვილსა და დენის დობროვოლსკის კონტრაქტი ამოეწურათ და "სამტრედია" დატოვეს.

 გაწეული სამუშაოსთვის კლუბი მათ მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.

რაც შეეხება ზაურ ხაბეიშვილს, ის იჯარის წესით "ზუგდიდში" ითამაშებს.