სამტრედია VS სიონი - სტატისტიკა და ურთიერთშეხვედრები

12 დეკემბერი, 2019 - 10:25


ეროვნული ლიგის ფლეი-ოფში ერთმანეთს "სამტრედია" და "სიონი" დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 5 დეკემბერს, ბოლნისში, 14:00 საათზე დაიწყება, განმეორებითი კი 11 დეკემბერს, სამტრედიაში, 13:30 საათზე.

"სამტრედიამ" ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშება მეორე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ თბილისის "მერანს" ჩამორჩა. კახა კაჭარავას გუნდმა 23 მატჩი მოიგო, 77 ქულა დააგროვა, 63 გოლი გაიტანა და მხოლოდ 28 გაუშვა. აღსანიშნავია ისიც, რომ "სამტრედიას" უკვე ზედიზედ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლო ტურში იმერლებმა ქობულეთის "შუქურა" 2:1 დაამარცხეს.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, "სიონმა" ეროვნულ ლიგაში ბოლოსწინა ადგილი დაიკავა. ბოლნისელებმა 38 ქულა დააგროვეს, 38 გოლი გაიტანეს და 80 გაუშვეს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის.

ბოლო 10 მატჩიდან "სიონმა" 3 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, 5 კი წააგო. ბოლო ტურში ისინი "საბურთალოსთან" 5:1 დამარცხდნენ.

ისტორიის მანძილზე, "სამტრედია" და "სიონი" ერთმანეთს ჯამში 32-ჯერ შეხვდნენ. საიდანაც 16 ქვემო ქართლელებმა მოიგეს, 8 იმერლებმა, 8 კი ფრედ დასრულდა.

ამ გუნდების ყველაზე შედეგიანი დაპირისპირება 2018 წელს შედგა, სადაც "სიონმა" შინ 4:2 გაიმარჯვა.

როგორც "სამტრედიას" მწვრთნელი გელა ინალიშვილი აცხადებს, გუნდში ტრავმირებული ფეხბურთელები არ არიან და "სამტრედია" ამ მნიშვნელოვანი თამაშებისთვის მზადაა.

ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდი შემოგვთავაზებს.