ჩემპიონი

ჩემპიონი (1)

წელი: წლები: 1972

საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი

1-ლი ადგილი

წელი: 2016

გარდამავალი ჩემპიონატი

მე-2 ადგილი

წელი: 2015-2016

ეროვნული ჩემპიონატი

სუპერ თასის გამარჯვებული

წელი: 2017

საქართველოს სუპერ თასი

მე-3 ადგილი

წელი: 2017

ეროვნული ლიგა

საფეხბურთო კლუბი "სამტრედია

სამტრედიაში პირველი საფეხბურთო გუნდი 1936 წელს ჩამოყალიბდა. სამტრედიის „ლოკომოტივი“ საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში, წლების განმავლობაში, წარმატებულად ასპარეზობდა. გუნდმა 1972 წელს საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატში პირველი ადგილის მოპოვებაც შეძლო. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით („სამტრედია“, „სანავარდო“, „იბერია“) ღირსეულად გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატში.

1994-1995 წლებში, საფეხბურთო კლუბმა "სამტრედიამ" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და უეფა-ს თასზე იასპარეზა. 2015-2016 წლის "ეროვნულ ჩემპიონატში" გუნდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და "ევროპა ლიგის" საზგურს დიდი ხნის პაუზის შემდეგ მეორედ დაეუფლა. 2016 წელს კი კლუბმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. "სამტრედია" საქართველოს "გარდამავალი ჩემპიონატის" ოქროს მედალოსანი გახდა და ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. აღმავლობის პერიოდში არც 2017 წელი აღმოჩნდა გამონაკლისი, 26 თებერვალს "სამტრედია" სუპერ თასის მფლობელი ხდება, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. 2017 წლის "ეროვნულ ლიგაში""სამტრედია" მე-3 ადგილის დაკავებითა და ბრინჯაოს მედლის მოპოვებით "ევროპა ლიგის" საგზურს ისევ ეუფლება.

კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ თავისი საფეხბურთო კარიერა სწორედ სამტრედიაში დაიწყო. ბოლო წლებში სამტრედიის "სამტრედიას" ღირსებას ალექსანდრე იაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი იცავდნენ.

კლუბი

1936–1990

ლოკომოტივი სამტრედია

1990 - 1991

სანავარდო სამტრედია

1992 - 1993

სამტრედია

1993 - 1997

ლოკომოტივი სამტრედია

1936–1990

სამტრედია

1997 - 1998

ჯუბა სამტრედია

1998 - 2001

იბერია სამტრედია

2001 - 2002

ლოკომოტივი სამტრედია

2002 - 2004

სამტრედია

2004 - 2006

ლოკომოტივი სამტრედია

2006 -

სამტრედია