საფეხბურთო კლუბი სამტრედია

პირველი საფეხბურთო გუნდი სამტრედიაში ჩამოყალიბდა 1936 წელს. საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგაში წლების განმავლობაში წარმატებულად ასპარეზობდა სამტრედიის „ლოკომოტივი“. შემდგომში კლუბი სხვადასხვა სახელით („სამტრედია“, „სანავარდო“, „იბერია“) მეტნაკლები წარმატებით ასპარეზობდა საქართველოს ჩემპიონატში.

ყველაზე დიდი წარმატება საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ ჰქონდა 1994-1996 წლებში, გუნდმა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაიკავა მეორე ადგილი და იასპარეზა უეფა-ს თასზე.

კლუბში სხვდასხვა დროს უთამაშიათ ცნობილ ფეხბურთელებს: ტარიელ დვალიშვილს, დევიზ დარჯანიას, ფირუზ კანთელაძეს, გივი ბაბუნიძეს, თემურ ძაგნიძეს, სერგეი შვეცოვს. უფრო ახლო წარსულში ზაზა ჯანაშიას, კახი გოგიჩაიშვილს, გია და მიხეილ ჯიშკარიანებს, გიორგი დარასელიას, ზურაბ იონანიძეს, გრიგოლ ჭანტურიას და სხვებს.

ასევე „სამტრედიას“ აღზრდილია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი კახა კალაძე.

ახლო და შორეულ წარსულში „სამტრედიას“ ჰქონია ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრები საზღვარგარეთ. აღსანიშნავია ტრაპიზონში გამარჯვება ადგილობრივ „ტრაბზონსფორთან„. 2009 წელს სამტრედიაში გაიმართა ამხანაგური საერთაშორისო მატჩები კიევის „ობოლონთან“ და დილიჟანის „იმპულსთან“.

სახელწოდება:
1936–1990: ლოკომოტივი სამტრედია
1990–1991: სანავარდო სამტრედია
1991–1992: სამტრედია
1992–1993: ლოკომოტივი სამტრედია
1993–1997: სამტრედია
1997–1998: ჯუბა სამტრედია
1998–2001: იბერია სამტრედია
2001–2002: ლოკომოტივი სამტრედია
2002–2004: სამტრედია
2004–2006: ლოკომოტივი სამტრედია
2006 წლიდან დღემდე: სამტრედია

ტიტულები:
საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
ჩემპიონი: 1972
უმაღლესი ლიგა
მეორე ადგილი: 1995
პირველი ლიგა
ჩემპიონი: 2009, 2013/2014 (ჯგუფი B)
მეორე ადგილი: 1998
საბჭოთა მეორე ლიგა
ჩემპიონი: 1980, 1987
მეორე ადგილი: 1979, 1981, 1982



ცხრილი

გგ
მგ
+/-
დინამო თბილისი 22 16 2 4 55 16 39 50
ტორპედო 21 13 5 3 30 13 17 44
სამტრედია 22 13 4 5 34 22 12 43
ლოკომოტივი 21 9 3 9 35 29 6 30
სკ ჩიხურა საჩხერე 21 9 3 9 28 33 -5 30
საბურთალო 21 9 2 10 29 27 2 29
დინამო ბათუმი 21 7 2 12 17 26 -9 23
დილა 21 5 7 9 24 31 -7 22
კოლხეთი 21 4 7 10 18 35 -17 19
შუქურა 21 1 5 15 15 53 -38 8
ბოლო მატჩი: 19 აგვისტო 2017წ
? - ?
საბურთალო სამტრედია
წინა მატჩი: 18 აგვისტო 2017წ
1 - 1
სამტრედია დინამო თბილისი
2015 © FCSamtredia.com
All Rights Reserved
Created By
PRFormula